კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმში




პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის“ ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პროექტში ჩართული მასწავლებლები  ესტუმრნენ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. პროექტის ბენეფიციარებმა დაათვალიერეს თეატრთან არსებული მუზეუმი. მოსწავლეებმა  იმოგზაურეს თეატრის ჯადოსნურ  სამყაროში-გაეცვნენ   მუზეუმის დაარსების ისტორიას, დაათვალიერეს მუზეუმში დაცული საარქივო მასალები და უნიკალური ფოტოარქივი. თითოეულ მათგანს ჰქონდათ შესაძლებლობა,  ენახათ  ქართული თაეტრისთვის  შექმნილი  სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული  დეკორაციები, კოსტუმები, პარიკები.    მართლაც შთამბეჭდავი იყო  ცნობილი მსახიობების პირადი ნივთების, წერილების, ძველი აფიშების ნახვა.
ვიზიტის ფარგლებში  პროექტის ბენეფიციარები დაესწრნენ ლევან წულაძის სპექტაკლს ,,როგორც გენებოთ“ , რომელიც უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დაიდგა.  სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

თეატრში   ვიზიტი დააფინანსა ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა. 
(ფოტო გალერა)

Комментариев нет:

Отправить комментарий