დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა - ლიტერატურული ნაწარმოებები და კინემატოგრაფია

2

2017  წლის 1 თებერვალს სსიპ თბილისის N207 საჯარო სკოლის  ნორჩ კინომატოგრაფისტთა მონაწილეობით  სკოლის ბიბლიოთეკაში მე-12 კლასელთათვის კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენის“ ტექსტის შესწავლის შემდეგ მოეწყო მხატვრული ფილმის ,,დიდოსტატის მარჯვენის“ ჩვენება.


 სკოლის მოსწავლეებს შორის ფილმის პოპულარიზაციისთვის დამზადდა კინოაფიშა.   ფილმის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმარმა,  კინომცოდნემ, ასოცირებულმა პროფესორმა ბატონმა გიორგი ღვალაძემ  წაიკითხა მინილექცია  კინოხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე. იმსჯელეს ნაწარმოებისა და სცენარის მსგავსება-განსხვავებაზე,  კინო და სასცენო ხელოვნების პრინციპებზე,  მხატვრობაზე, მუსიკასა და მსახიობთა პროფესიონალიზმზე;

(ფოტო მასალა)



Комментариев нет:

Отправить комментарий