2017
წლის 8 თებერვალს პროეტ ,,ინტელექტუალური სკოლის“
ფარგლებში გამართული შემეცნებითი ვიქტორინის მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდები ესტუმრენ
საქართველოს ილია ჭავჭავაძის ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკას. პროექტის ბენეფიციარები გაეცვნენ,შენობის ისტორიასა და არქიტექტურულ სტილს, ასევე მიიღეს ინფორმაცია
ბიბლიოთეკაში დაცულ ფონდებსა და ელექტრონულ კატალოგებზე, რომელიც დაინტერესებულ პირს
შესაძლებლობას აძლევს ადვილად მოიძიოს მისთვის საჭირო მასალა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკაში არსებული
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართველ ემიგრანტთა, ვახტანგ VI-ისა და
ჭაბუა ამირეჯიბის სამკითხველო დარბაზები. ქალბატონმა ნინო გედენიძემ დაწვრილებით გააცნოთ ეპოქა,პიროვნებები, რომლებიც
უკავშირდებიან ამ დარბაზების დაარსების აუცილებლობას.
ბავშვებისათვის ეს იყო ინფორმაციითა და ემოციებით სავსე ,,მოგზაურობა“ რეალური სამყაროს ზღაპრულ დარბაზებსა და ლაბირინთებში.
(ფოტო მასალა)
(ფოტო მასალა)
Комментариев нет:
Отправить комментарий