2017 წლის
22 მარტს, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა
ლიტერატურული საღამო ,,პოეტური სიტყვა“.
ნორჩმა
მწერლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები, მოისმინეს
ქართველი პოეტების მიერ წაკითხული საკუთარი ლექსების უნიკალური ჩანაწერები (გალაკტიონი,
აკაკი, გოგლა, გრიშაშვილი...), ოსტატ-მსახიობთა მიერ წაკითხული ლექსები (გურამ საღარაძე,
მურმან ჯინორია...). ღონისძიების მსვლელობის დროს მუშაობდა შემეცნებითი ხასიათის რუბრიკები:
,,შეკითხვა აუდიტორიას“, ,,შეკითხვა აუდიტორიიდან“.
ღონისძიებაზე
მოწვეულნი იყვნენ ,,საპატიო სტუმრის“ სტატუსის
მქონე სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და პედაგოგები, რომლების აქტიურად ჩაებნენ საღამოს
მსვლელობაში. წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები. აქტიურ რეჟიმში წარიმართა აღნიშნული
რუბრიკის მუშაობა : ,,შეკითხვა აუდიტორიას“, ,,შეკითხვა აუდიტორიიდან“.
ლიტერატურული
საღამოს მიზანი იყო შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა ნამუშვრების ფართო
აუდიტორიისთვის გაცნობა და შემოქმედებითი სტიმულის მიცემა, მხატვრული სიტყვის ძალისა და სინაზის დაგემოვნება.
(ფოტო გალერეა)
(ფოტო გალერეა)
Комментариев нет:
Отправить комментарий