შენი თაობის რჩევანი - გირჩევ წაიკითხო!

წიგნიერი თაობა

2017 წლის 7 თებერვალს 207-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში
 პროექტ „ინტელექტუალური სკოლის“  ფარგლებში გაიმართა
 ღონისძიება - „შენი თაობის არჩევანი -გირჩევ, წაიკითხო!“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თანატოლებს წარუდგინეს წიგნები, 
რომლებიც წაიკითხეს და განსაკუთრებით  მოეწონათ. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ 207-ე სკოლის მე-10 და მე-11 კლასების
 მოსწავლეები. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 
პრეზენტატორებმა   მოახერხეს აუდიტორიის დაინტერესება.
ორგანული იყო ის გარემოც, რომელშიც ჩატარდა ღონისძიება.
 წიგნების გარემოცვა, თანამედროვე და ასევე კლასიკადქცეული
 მწერლობა. თაობის ინტერესებთან თანხვედრა - შესანიშნავი
 სტიმული აღმოჩნდა იმისათვის, რომ პრეზენტატორები და 
მსმენელები გაერთიანებულიყვნენ და შეეჯერებინათ მოსაზრებები.

ღონისძიება დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებს საკუთარი 
შთაბეჭდილებები  გაუზიარეს: პროექტის ხელმძღვანელმა, 
სასწავლო ნაწილის გამგემ - ქ-ნმა ნანა მიქავამ, სკოლის 
ბიბლიოთეკარმა ქ -ნმა ნათელა ქარელმა, ქართული ენისა
 და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა ლელა ტყემალაძემ.
აქტიური თანამშრომლობისა და წარჩინებული მუშაობისათვის
მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები
უსურვა ღონისძიების ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელმა, ქ-ნმა მაკა თაბაგარმა.

(ფოტო გალერეა)

;

Комментариев нет:

Отправить комментарий