ნატვრის ხე - ლიტერატურული ნაწარმოებები და კინემატოგრაფია



2017 წლის 10 თებერვალს სსიპ თბილისის N207 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მე-8, მე-9 კლასელთათვის გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხის“ ტექსტის შესწავლის შემდეგ მოეწყო ფილმის-,,ნატვრის ხის“ ჩვენება. სკოლის მოსწავლეებს შორის ფილმის პოპულარიზაციისათვის დამზადდა კინოაფიშა. მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდათ მოსაწვევი ბარათები. მოწვეული იყვნენ სტუმრები: კინომცოდნე, ასოცირებული პროფესორი-გიორგი ღვალაძე, სკოლის კურსდამთავრებულები, ფილოლოგები-მარიამ პაპაშვილი და გიორგი ბერიაშვილი.

ფილმის დასრულების შემდეგ ბატონმა გიორგიმ წაიკითხა მინი ლექცია კინოხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე. იმსჯელეს ნაწარმოებისა და სცენარის მსგავსება-განსხვავებაზე, კინო და სასცენო ხელოვნების პრინციპებზე, მხატვრობაზე, მუსიკასა და მსახიობთა პროფესიონალიზმზე.

(ფოტო მასალა)


Комментариев нет:

Отправить комментарий