# სიკეთეგადამდებია

პროექტ  „ინტელექტუალური სკოლის “ფარგლებში  24 მარტს,  სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები   ესტუმრნენ  ააიპ (არასამთავრო  არაკომერციული იურიდიული პირი) „ბავშვი და გარემო“-ს, რომელშიც გაერთიანებულია  ბავშვთა სამი ცენტრი : ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარი „ბეღურები“,  შშმ ბავშვთა დღის ცენტრი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა დღის ცენტრი „ცისარტყელა“ ...
პროექტის ფარგლებში სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, ქალბატონ ნანა მიქავას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შეგროვდა და   ბავშვთა სამივე ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრად  გადაეცათ უამრავი  საკანცელარიო თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და წიგნები...
დასასრულს ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ თავმჯდომარემ ქალბატონმა ნანა იაშვილმა  მადლობა გადაგვიხადა საჩუქრებისა და მათთან გატარებული დაუვიწყარი წუთებისათვის. თვალცრემლიანმა პატარებმა უამრავი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება...

(ფოტო გალერეა)







Комментариев нет:

Отправить комментарий