,,მკითხველის დარბაზი"



შემოქმედებითი კლუბის წევრმა მოსწავლეებმა გამართეს ,,მკითხველის დარბაზი“ .  დარბაზობაზე  მოწვეულმა ,,კრიტიკოსებმა“ და ,,პერსონაჟთა გალერეას“ წევრებმა განიხილეს   დათო  ტურაშვილის ,,ტყეების მეფე“ და   პაულო  კოელიოს ,,ალქიმიკოსი“ .

,,პერსონაჟთა გალერეამ,’’ ისაუბრა მათთვის ყველაზე   საინტერესო პერსონაჟებზე. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მოქმედ გმირთა  ხასიათის თვისებებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე .  .,,კრიტიკოსების’’ წევრებმა ისაუბრეს ორივე ნაწარმოების საკვანძო საკითხებზე, წაკითხულით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე;  შეაფასეს მოვლენები, ეპიზოდები, ყურადღება გაამახვილეს რეალურსა და გამოგონილ, მისტიკურ ამბებზე;  გამართეს პოლემიკა და გამოხატეს საკუთარი აზრი.

შეხვედრის  ბოლოს მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო ფრაზები ნაწარმოებებიდან და  შეავსეს სახალისო კროსვორდი. 

 (ფოტო გალერეა)



Комментариев нет:

Отправить комментарий