ფოლკლორს საღამო - ,,ლექსო, ამოგთქომ..."


ა/წლის  1 მარტს პროექტ ,,ინტელექტუალური სკოლის“ ფარგლებში ჩატარდა ფოლკლორის საღამო - ,,ლექსო, ამოგთქომ...“
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში  მოსწავლეებმა მოიძიეს და შეაგროვეს ქართული ფოლკლორის ნიმუშები - ხალხური ლექსები, თქმულებები, ანდაზები, ლეგენდები და საღამოზე ხალხური საკრავებისა  და მუსიკის თანხლებით გააცოცხლეს ხალხური ზეპირსიტყვიერება.
ფოლკლორის საღამოზე მოწვეული იყო ქართული ,,პოეზიის დედოფალი" ქალბატონი თინათინ მღვდლიაშვილი. ქალბატონმა თინათინმა ისაუბრა ხალხური ფოკლორის მნიშვნელობასა და მისი მოამაგეების უდიდესი ღვაწლის შესახებ. შეხვედრის ბოლოს პროექტის ბენეფიციარებისთვის წაიკითხა ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან და წარმატებები უსურვა მათ. 

(ფოტო მასალა)



Комментариев нет:

Отправить комментарий